

გვესტუმრე
ქორწილში!


როდის და...
კვირას, 12 ივლისს,
18 საათზე!
18 საათზე!
იჩქარე, მოსამზადებლად მხოლოდ:
დაგრჩა!

სად და...
კუს ტბაზე, NATURA-ში

ააბა, რას იტყვი?!
გვაწყენინე!
We're gonna have some good time!

აპ, აპ, აპ!
არაფერი არ გვინდა!
არაფერი არ გვინდა!
მაგრამ, თუ შენსას არ იშლი, ამ ლინკზე შეგიძლია ნახო რამდენიმე ნივთი, რომელიც ძალიან გამოგვადგება!
https://www.zola.com/registry/ertmanetzeuketesebi

- თუ ბევრის დალევას აპირებთ, წინასწარ ჭამეთ კარაქი ან სალა
- ჩამოყალიბდით ბიჭი ჯობია თუ გოგო, ნუ აყვებით მასას
- თუ საჭმელში თმა იპოვოთ, გილოცავთ, თაიგულის დაჭერა აღარ გჭირდებათ
- ქართულის ცეკვას არ ვაპირებთ , ამიტომ თუ ბანკეტისთვის გივარჯიშიათ და კარგად იცით, თქვენთვის იცეკვეთ
- მიმდებარე ტერიტორია ტყიანია, ამიტომ თუ ვეფხვი დაინახეთ ჯერ დარწმუნდით, შეასრულეთ თუ არა პირველი წესი, თუ შეასრულეთ მაშინ დაიხარეთ, აიღეთ რამე ნივთი, ნელნელა უკან დაიხიეთ და წყნარად უთხარით "წადი წადი"
- დაიმახსოვრეთ ბიჭის მხრიდან ხართ თუ გოგოსი
- თუ ფულის ჩუქებას აპირებთ, გთხოვთ, დოლარები გამოუშვათ, ლარს ფასი აღარ აქვს
- ლიმონათი და კიტრი არ გვექნება, ამიტომ გთხოვთ ბავშვებს ნუ წამოიყვანთ
- თუ კუს ტბაზე მოსეირნე ახლობელი/ძმაკაცი/მეგობარი "გაჩითეთ", ეცადეთ ნივიჟუ ჩაურტყათ, აიფარეთ სახეზე რამე: ხელი, თეფში, მწვადი, ან თუნდაც იდაყვი (ეს თუ გააკეთეთ გვითხარით და სცენაზე გაგიყვანთ, რადგან ადამიანების მხოლოდ 5%ს შეუძლია ამის გაკეთება)
- ჩვენი ქორწილი ერთადერთი ადგილია სადაც სელფის გადაღება კანონით არის აუცილებელი. კანონში წერია "ქორწილის ტერიტორიაზე მოხვედრილი ყველა მოქალაქე ვალდებულია გადაიღოს სელფი და დაშეარებისას დაუწეროს მას შესაბამისი ჰაშტაგი, რომელსაც ქორწილის ბატონ-პატრონები თავად განსაზღვრავენ (ამ შემთხვევაში #ertmanetzeuketesebi)
- თუ ყელი გაშრა, სანამ თამადაც დააბრალებთ, დაფიქრდით, გარეთ 12 ივლისია და ალბათ ძალიან ცხელა, ამიტომ უბრალოდ წყალი ან წვენი მოსვით და გაცვეთილ შუტკებს თავი დაანებეთ (თან თამადაც არ გვყავს)
-
მერე რომ არ დაიბნეთ:
პატარძალს ჰყავს დედა, მამა, 2 ბებია და 1 ბაბუა. სახელები შესაბამისად: ნატო, ზაზა, ნელი, ინგა, ანრი. ასევე ჰყავს ერთი და სახელად ელენე. სამწუხაროდ გივი ბაბუა ამ დღეს ვერ მოესწრო. სიძეს ჰყავს ერთი ძმა სახელად შოთა, დედა ელიზა და მამა გელა. ბებია ბაბუების მოსვლამდე არაფერი გეტკინოთ. - ჩვენთან გემოვნებაზე დაობენ, ამიტომ თხოვნა იქნება ნუ შეუკვეთავთ ისეთ მუსიკას, რომელმაც შეიძლება თავი აგვატკივოს, ან ვეფხვი გამოიწვიოს (იხ. წესი #3)
- თუ დაინახავთ რომ სადმე დევს აქეთ ფიცარი იქით ფიცარი, შაირი არ გეგონოთ, ეგეთი მაგიდები და სკამებია
- რა გვინდა რომ გვისურვოთ სადღეგრძელოებში: ჯანმრთელობა, ბევრი ფული, მიზნების მიღწევა, 100 წლის მერეც ერთად ყოფნა

#ertmanetzeuketesebi